“ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს სერიოზული, რეალური წარსული ქვეყნის აღმშენებლობის წინაშე” – ასე აფასებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს.
მისი თქმით, ის არის საკუთესო კანდიდატი და გამორჩეული პოლიტიკოსი.
“ასეთი საუკეთესო კანდიდატი არ გვყოლია. ადამიანს, რომელსაც აქვს სერიოზული, რეალური წარსული ქვეყნის აღმშენებლობის წინაშე. კაცი, რომელიც იყო ძალიან სერიოზული ფეხბურთელი, რომელიც არის გამორჩეული პოლიტიკოსი. უდიდეს პატივს ვცემ მას და ვფიქრობ, ის გაურკვევლობები რაც აქამდე არსებობდა პრეზიდენტის ინსტიტუტში, ეს ყველაფერი დამთავრდა და გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ემსახურება ქვეყანას, ჩვენს ხალხს და საქართველოს”, – ამბობს რაზმაძე.
რაზმაძემ “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები არასოდეს მოსწონდა.
“გიორგი მარგველაშვილის თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი. კი, “ქართულმა ოცნებამ” მოიყვანა და მაგ პოსტზე დანიშნა, იმიტომ რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა, ნულს ქვემოთ იყო. უფრო დაბალი იყო რეიტინგი მაგის შემდგომისა, სალომე ზურაბიშვილის. პირველი ვიყავი გუნდში, ვინც მის კანდიდატურად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ რახან მისი კანდიდატურა დააყენეს, ბევრი ვიმუშავე რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. ორივე სულით არაქართველი , ორივე საქართველოს მტერი, არცერთს არ აინეტერესებდათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბედი, თავიანთი ცხოვრება მოიწყეს სხვა არაფერი უკეთებიათ”, – აღნიშნავს რაზმაზე.