ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში 18 წლის ბიჭი დაჭრეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭი დაჭრეს.

“ცივი იარაღით არის დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა. 

ნაკვეთის გამოო, ასე ამბობენ სოფელში. იგივე მიზეზით კონფლიქტები ამ სოფელში ხშირია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი