ახალი ამბები

ხაშურის მერია საშობაოდ შეჭირვებულ ოჯახებს 100 ლარს ჩაურიცხავს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საშობაოდ შეჭირვებულ ოჯახებს 100 ლარს ჩაურიცხავს.

როგორც ხაშურის მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ერთჯერად ფულად დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 000-ზე დაბალია. 

სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 25 000-მდეა, საშობაოდ პირად ანგარიშზე, სადაც სოციალურ დახმარებას იღებენ, ჩავურიცხავთ 100-100 ლარს. შარშან დახმარება გავუწიეთ 300 ოჯახს, წელს ეს რიცხვი ზუსტად ჯერ არ შემიძლია რომ გითხრათ,  განაცხადები უნდა გამოვითხოვოთ და მერე გვეცოდინება“, – გვითხრა გიორგი ცერცვაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი