ახალი ამბები

ქარელის მერია ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას აპირებს 

ქარელის მერია ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას აპირებს, რომელიც უწყების განმარტებით, სასმელ წყლებზე, ჭაბურღილებზე, შადრევნებსა და სკვერებზე იქნება პასუხისმგებელი. ახალი გაერთიანების შექმნის ინიციატივა მერმა საკრებულოს უკვე წარუდგინა. 

საკითხის შესახებ უკვე იმსჯელეს კომისიაზე, რომლის ოპოზიციონერი წევრი ვასიკო ბაქრაძეც ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ერთით მეტი ა(ა)იპ-ის შექმნის საჭიროება არ არის. 

კეთილმოწყობის ა(ა)იპი ჩვეულებრუვად შეძლებდა ამ მიმართულებების მართვასაც. დამატებითი ადმინისტრაცია და დამატებითი ხარჯები ფუფუნებაა ჩვენი ბიუჯეტისთვის მაშინ, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობაა. ეს ფინანსები სხვა მიმართულებით რომ მიმართულიყო უფრო ეფექტურად უკეთესი იქნებოდა“, – ამბობს ვასიკო ბაქრაძე, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი. 

ამ დროისთვის, ქარელის მერიას 5 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული, რომელთა შენახვაც ადგილობრივ ბიუჯეტს წლიურად 10 მილიონამდე ლარი უჯდება. 

დატოვეთ კომენტარი