გორის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეს საჯარიმო ქვითარი ტელეფონზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა.
სააგენტო ასევე განმარტავს, ჯარიმებისა და წესების დარღვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას:
- პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე საშვის გარეშე დგომა ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით და საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე;
- დგომის წესების დარღვევა (არასწორი პარკირება) ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა პარკირების ზონის მიღმა ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით და საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე;
- შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე დგომა ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით და საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე.
“აქვე გაცნობებთ, რომ დაკისრებული ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში გადაიხდით 20% – ით ნაკლებს. დაჯარიმებიდან 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე დგომისათვის დაჯარიმებულს 200 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ გორის მუნიციპალური ინსპექცია, გორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი ა(ა)იპია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა.