ხურვალეთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.
სკოლის დირექტორის ლელა კუდუხაშვილის თქმით, კვირეული ფილმის ჩვენებით დასრულდა.
“საგნის მასწავლებელს ჰქონდა აქტიობები, გამოუშვის კედლის გაზეთი და ნაჩვენები იყო ფილმი “ყვარლიდან მთაწმინდამდე”. ეს იყო კვირეული და საუბარი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე”. ილია ჭავჭავაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და სკოლების დაარსებაში, – თქვა ლელა კუდუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
დატოვეთ კომენტარი