ახალი ამბები

კარალეთის პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობას ნონა ადუაშვილი შეასრულებს

გორის მუნიციპალოტეტის სოფელ კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ნონა ადუაშვილი შეასრულებს.ის ამავე სკოლაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

“ამ ეტაპზე, პროცედურულად როგორც არის, დირექტორის გადადგომის შემდეგ მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს, სანამ კონკურსი არ გამოცხადდება ან მინისტრი დისკრეციის წესით არ დანიშნავს ახალ დირექტორს, თუმცა არც ამ შემთხვევაში ირღვევა კანონი, მას სრული უფლება აქვს დირექტორის მოვალეობა შეასრულოს ხანძლივი დროით”, – გვითხრა გია ბერძნიშვილმა, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ კარალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლედი მარკოზაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.