ვარიანი – შინდისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი გასაწრებას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილს შეეჯახა.
“დიდი სისწრაფით მოდიოდა ავტომობილი, რომელიც გასწრებას ცდილობდა, ამ დროს მოხდა შეჯახება. შეეჯახნენ ავტომობილს, რომელშიც მამა და შვილი იჯდა. ვიდრე სასწრაფო მოვიდა უკვე გარდაცვლილები იყვნენ. სამაშველოს გამოძახება გახდა საჭირო, მანქანა დაჭრეს და ისე გადმოიყვანეს მამა-შვილი”, – ამბობენ თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.