ახალი ამბები

ხაშურში მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

ხაშურში სამი ახალგაზრდის დაკავების ფაქტს შსს არ ადასტურებს. როგორც “მოზაიკას” სამინისტროს პრესამსახურმა უთხრა, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

საუბარია ქურდობის ფაქტზე – კერძოდ, მაღაზიიდან საკვების პროდუქტების მოპარვის შესახებ, რაც “მოზაიკას” ადგილობრივებმაც დაუდასტურეს. 

რკინიგზის სადგურთან მდებარე “მაგნიტის” მაღაზიაში მოხდა. გუშინდელი ამბავია და მერე დღეს გავიგეთ, თითქოს ვიღაცები დაუკავებიათ”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ქურდობის ფაქტი “მოზაიკას” შსს-მაც დაუდატურა. როგორც უწყებაში გვითხრეს, გამოძიება გრძელდება, ფაქტზე მხოლოდ ერთი პირია მხილებული, თუმცა მისი დაკავება არ მომხდარა. 

დატოვეთ კომენტარი