ადამიანები ისტორიები

“ოაზისი” – ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია და მცირე გრანტით დაწყებული ბიზნესი 

“ოაზისი” ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ახალგაზრდა გოგონებმა საკუთარი მონდომებით და უცხოური დაფინანსებით შექმნეს. გოგონები სამკაულებს ამზადებენ და ონლაინ ყიდიან. 

ჯერჯერობით ონლაინ ბიზნესი გვაქვს, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ჩვენი სივრცე გვქონდეს და გავაკეთოთ სახელოსნო, სადაც ჩვენს მიერ შექმნილ ნივთებს გავყიდით. ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და იმ საერთაშორისო დონორების იმედიც გვაქვს, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს აძლიერებენ“, – ამბობს მარიამ გაგაძე, “ოაზისის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

მარიამი 19 წლისაა. უხარია, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა შეძლო. ამბობს, რომ იდეის განხორციელებისთვის პირველი მცირე გრანტი საერთაშორისო ორგანიზაციების “Save the children” და “Skill for success” დახმარებით მიიღო. 

“საერთაშორისო ორგანზიაციების დახმარებით მივიღეთ დაფინანსება.მათივე საშუალებით გვქონდა მიწვევა ბრიუსელში, სადაც 5 დღე ვიმყოფებოდით. იქ შევხვდით ინვესტორებს, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, რაც შემდგომ ჩვენ საქმიანობაში გამოგვადგა. პროექტის ფარგლებში ბევრი სიკეთე მივიღეთ, რაც საქმის წარმართვაში ძალიან გვეხმარებოდა”. 

მარიამს თანაგუნდელებთან ერთად საკუთარი წარმოების გაფართოება სურს. ფიქრობენ ახალი პროდუქციის დამატებას, რომელიც ასევე ინდივიდუალიზმის წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. 

“წარმოების დაწყებისთანავე, ბევრი მომხმარებელი გაგვიჩდა. რადგან ჩვენი ყელსაბამები ინდივიდუალურია და მსგავსი სხვა არ არსებობს. თითოეული ყელსაბამისთვის, მომხმარებლის სურვილისამებრ იქმნდება პატარა მეტალი, რომელიც სამკაულში თავსდება. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ აქსესუარში საკუთარი მოგონებები აღბეჭდონ.”

მარიამის თქმით, მათი ყელსაბამები განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია. ფიქრობენ, რომ მათ იდეას განვითარების პოტენციალი გააჩნია და ამ პროცესშიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვთ. 

“სამომავლდაც ვგეგმავთ უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რადგან სურვილი გვაქვს რომ უფრო დიდ მაშტაბებზე გავიდეთ. ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც გეგულება, ვინც იცი, რომ შენს იდეებს მხარს დაუჭერს – საჭირო ცოდნის მოცემასთან ერთად, ფინანსურადაც დაგეხმარება და სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. ამიტომაც მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი