ახალი ამბები

კასპის მერია 349 ხის მოჭრა-გადაბელვაზე 66 000 ლარს დახარჯავს

კასპის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭისთვის, გადაბელვისა და დამუშავებისთვის 66 000 ლარს დახარჯავს. 

უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერია III-IV კატეგორიის 349 ხის დამუშავებას აპირებს. 

გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების მიხედვით, მუშაობა კასპის 17 სოფელში მოუწევს: ხანდაკში, სასირეთში, თელიანში, ხოვლეში, ახალქალაქში, დოესში, მეტეხში, კავთისხევში, აღაიანში, ოკამში, სამთავისში, ქვემო ჭალაში, ახალციხეში, ქვემო ოკამში, კოდისწყაროსა და წინარეხში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი