ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფს ,,ინფინითი” ქარელში ასმათ მინდიაშვილი უხელმძღვანელებს

საინიციატივო ჯგუფს ,,ინფინითი” ქარელში ასმათ მინდიაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ასმათი ამბობს, მალე საინიციატივო ჯგუფის დახმარებით, მალე ქარელში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ბევრი სიკეთეზე ექნებათ ხელმისაწვდომობა. 

“ვაპირებით ახალგაზრდებისთვის სპეციალური პროგრამების ორგანიზებას, რომლებიც მათ ცოდნას, მოტივაციას და უნარებს გაუმდიდრებს. ვიმუშავებთ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე.”

ასმათის თქმით, მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა იქნება, სადაც საკუთარი იდეების რეალიზებას შეძლებენ.

“ვიმუშავებთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც საზღვრისპირა სოფლების ახალგაზრდები საკუთარი იდეების რეალიზებას შეძლებენ და რეგიონში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას”.

ასმათ მინდიაშვილი პედაგოგი და მეწარმეა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის მხარდაჭერილ ორგანიზაცია „მშვიდობის კერა მანათეას“ საქმიანობაში. მისი მოღვაწეობა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, სადაც ორგანიზაცია ქალებს საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევასა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესში მონაწილეობის მოტივაციას აძლევს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები