ახალი ამბები

პრორუსმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა

პრორუსმა ბიზნესმენმა გიორგი კანდელაკმა “სტალინის ფონდი” დააფუძნა, რომელსაც თავადავე ხელმძღვანელობს. 

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კანდელაკმა ორგანიზაცია 3 მიზნით დაარსა:

  • სტალინის ისტორიის შესწავლა
  • სტალინის ფენომენის გაცნობა საზოგადოებისთვის
  • ფინანსების მოძიება/მოზიდვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად. 

აღსანიშნავია, რომ პირველად წარდგენილ წესდებაში, კანდელაკი ორგანიზაციის მესამე მიზნად სტალინის შესახებ სატელევიზიო დებატების მოსაწყობად ფინანსების მოძიებას ასახელებდა.

“სტალინის ფონდის” გიორგი კანდელაკმა საკუთარ თანაგუნდელებთან, ზურა მარღიშვილთან და ბორის მდინარაძესთან ერთად დააფუძნა. 

ინფორმაციისთვის, რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად, ყოფილმა სპორტსმენმა გორში ტელევიზია “TV სეზონიც” დააფუძნა, რომელიც “მითების დეტექტორმა” კრემლისტურ მედიად დაასახელა. სხვადასხვა კვლევებით, ტელევიზია ძალადობრივი ნარატივების წყაროდ არის დასახელებელი. რაც შეეხება თავად გიორგი კანდელაკს, ის ერთ-ერთია, ვინც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ემხრობა და საბშოთა კავშირის ნეგატიურ გავლენას არ აღიარებს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.