ახალი ამბები

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ენმ-ს წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს 

კოალიცია ერთიანობის წევრები არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. 

“პროკურატურაში დამიბარეს გამოკითხვაზე.არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით”, – დაწერა ვასილისა ჯაბახიძემ. 

მისი თქმით, გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. 

“️26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე სადაც ფიზიკურად გვისწორდებოდნენ მე და ჩემ მეგობრებს, პოლიცია არ მოსულა ყველა, გამოძახება უშედეგო იყო. არც შემდეგ დაინტერესებულან, რა მოხდა კონკრეტულ უბნებზე”, – ამბობს ჯაბახიძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გამოკითხვაზე რიგრიგობით შედიან და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევენ. 

“მოვყევით ყველაფერი, რაც ვნახეთ, გაყალბების ფაქტები. მოლოდინი არანაირი არ გვაქვს, რადგან ყველამ ვიცით რომ პროკურატურა მიუკერძოებელი არ არის”, – გვითხრა ანი ბალიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.