მიმდინარე წელს “ქართულ ოცნებას” შიდა ქართლიდან ოფიციალურად 319 387 ლარი შესწირეს. აქედან 122 961 უშუალოდ წინასაარჩევნოდ, 196 426 ლარი კი 26 აგვისტომდე. აღსანიშნავია ისიც, რომ 130 426 ლარიანი დახმარება მმართველმა პარტიამ აპრილის თვეში, ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი აქციების დროს მიიღო.
ამ დროის მონაცემებით, წელს “ქართულ ოცნებას” თანხა შიდა ქართლის რეგიონიდან 13-მა ადამიანმა შესწირა. მათ შორისაა ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა. შემოწირველებს შორისაა ასევე, პარლამეტარისა და ბიზნესმენის, ზაალ დუგლაძის ძმა დავით დუგლაძე, რომელმაც მმართველ პარტიას თანხა წელს მეშვიდედ შესწირა.
ყველაზე მეტი შემომწირველი, რეგიონის მასშტაბით, მმართველ პარტიას გორიდან ჰყავდა.
გორიდან | კასპიდან | ქარელიდან | ხაშურიდან |
გიორგი წკრიალაშვილი – 25 000 | ალექსანდრე ნონიაშვილი – 25 000 | ზაირა მღებრიშვილი – 1 961 | ლევან ხარაზიშვილი – 4 961 |
გიორგი გოგოლაძე – 60 000 | გოგიტა ღვინიაშვილი – 10 000 | დავით დუგლაძე – 60 000 | |
ელგუჯა მუჭაური – 20 000 | ბადრი ნანეტაშვილი – 50 426 | ||
გივი აბესაძე – 10 000 | |||
ლაშა მშვიდობაძე – 15 000 | |||
თეა ზერეკიძე – 60 000 | |||
ზაქარია მარიამიძე – 20 000 |