ხაშურის მერიამ უფასო სასადილოს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 12 000 ლარით შეამცირა.
სასადილო სოციალურად დაუცველ 185 ადამიანს ემსახურება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2025 წელს 166 425 ლარი დაიხარჯება, რაც წინა წლების დაფინანსებაზე ნაკლებია.
2025 წელი | 166 425 ლარი |
2024 წელი | 178 500 ლარი |
2023 წელი | 170 000 ლარი |
ხაშურის მერიამ მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, უფასო სასადილოს მენიუ მომავალ წელს ასეთი იქნება:
ორშაბათი
- 400 გრ. ლობიოს წვნიანი;
- 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
- 200 მლ. ასკილის წვენი;
- 250 გრ. პური.
სამშაბათი
- 400/500 გრ. ქათმის ბულიონი;
- 250 გრ. წიწიბურას ფაფა;
- 200 მლ. კაკაო რძით;
- 250 გრ. პური.
ოთხშაბათი
- 400 გრ. ბარდის წვნიანი;
- 250 გრ. ფეტვის ფაფა;
- 100 გრ. სოსისი;
- 200 მლ. ხილის წვენი;
- 250 გრ. პური.
ხუთშაბათი
- 400 გრ. მაკარონის ან ვერმიშელის წვნიანი;
- 250 გრ. შილაფლავი;
- 250 მლ. ასკილის ნაყენი;
- 250 გრ. პური.
პარასკევი
- 400 გრ. ბორშჩი ვეგეტარიანული;
- 250 გრ. ბრინჯის ფაფა;
- 200 მლ. კისელი;
- 100 გრ. ნამცხვარი და ჩაი;
- 250 გრ. პური.
შაბათი
- 400 გრ. წვნიანი ხორცის გუფთა;
- 250 გრ. მანანის ფაფა;
- 200 მლ. ლიმონათი ნატურალური წვენი;
- 250 გრ. პური.
კვირა
- 400 გრ. ბურღულეულის სუპი;
- 250 გრ. მოხარშული თევზი;
- 200 გრ. ასკილის ნაყენი;
- 250 გრ. პური.
დატოვეთ კომენტარი