“უნდა იყოს მუდმივი ზეწოლა ყველა მხრიდან და შედეგს მივაღწევთ“, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი შმაგი ხუბულური.
მისი თქმით, ქუჩის პროტესტის პარალელურად, აუცილებელია კომბინირებული ბრძოლა.
“აუცილებელია კომბინირებული ბრძოლა ყველა პლათმორმაზე. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. აუცილებელია ყველა სამართლებრივი საშუალება გამოვიყენოთ, მათ შორის სტრასბურგიც. რთული იქნება, თუმცა ძალიან აუცილებელი. უნდა იყოს მუდმივი ზეწოლა ყველა მხრიდან და შედეგს მივაღწევთ”.
ხუბულურის აზრით, სამოქალაქო პროტესტში მთავარ როლს კვლავ ახალგაზრდობა ასრულებს.
“ეს ყველაფერი დაიწყო ბათუმში, სტუდენტების პროტესტით. შემდეგ თბილისშიც გადმოინაცვლა და ყოველ დღე მასშტაბებს იძენს. ეს ძალიან კარგია. არ დაგვავიწყდეს რამხელა როლი აქვს ახალგაზრდებს ამ პროცესში. მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათ მომავალს ეხება, მათ ხვალინდელ დღეს. ღმერთმა არ ქნას და თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, საქართველოში არჩევნებს აზრი ეკარგება. დავკარგავთ დროს, მაგრამ ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი. დაუღალავი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. არც დავიღლებით”.
შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი.