“სხვა გზა, გარდა აქტიური პროტესტისა, “ქართული ოცნების” რეჟიმის შესაცვლელად არ არსებობს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური.
“მე, უკვე ბევრი წელია ვამბობ, რომ სხვა ვარიანტი, გარდა აქტიური პროტესტისა, არ არსებობს “ქართული ოცნების” და ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად. ილუზია და თავის მოტყუებაა იმის დაჯერება, რომ რუსული, ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმები არჩევნებით დათმობენ ძალაუფლებას. მხოლოდ, საზოგადოების ურყევ პროტესტს შეუძლია აიძულოს ივანიშვილი და მისი მარიონეტები დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელსაც მართლა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაცია ჩაატარებს. ვუერთდები და დარწმუნებული ვარ ეს პროტესტი მოიტანს შედეგს“, – ლექსო ვალიაური.
შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი.