ახალი ამბები

“რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა, ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვით დასრულდება”

“რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა, ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვით დასრულდება“, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი და ქარელის საკრებულოს წევრი ვასიკო ბაქრაძე. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ყველა მექანიზმის გამოყენება აუცილებელია, რათა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს. 

არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ამის გამო ქართველ ხალხში არის პროტესტი. იმისთვის, რომ პროტესტი გაქრეს და რეალურად აისახოს ქართველი ხალხის ნება შედეგებში, საჭიროა რიგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მისაღწევად ერთ-ერთი საშუალება უწყვეტი პროტესტია. მეც და ჩემი პარტიაც აქციებს ვუერთდებით“, – ამბობს ვასიკო ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი