“ახალი არჩევნების დანიშვნისთვის, საჭიროა ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციები“, – ამბობს კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომადგენელი ზურა ლეკიშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ აქციები სხვადასხვა ფორმით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს.
“საჭიროა ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება მუდმივი რეჟიმით და სხვადასხვა ფორმით. ,,ძლიერი საქართველო” აცხადებს სახალხო დაუმორჩილებლობას და მუდმივი რეჟიმით აგრძელებს აქციებს“, – ამბობს ლეკიშვილი.
კოალიციის წარმომადგენლის თქმით, ისინი თბილისში მიმდინარე აქციებს მხარდამჭერებთან ერთად უერთდებიან.
“ძლიერი საქართველოს” ქარელის შტაბი და ჩვენი მხარდამჭერები ვუერთდებით აქციებს თბილისში. ჩვენ გუშინაც იქ ვიყავით და დღესაც მივდივართ. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს”.
შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი.