გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევაზე 5 წელში 408 444 ლარი დახარჯა.
“მოზაიკამ” გორის მერიის სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის ყოველწლიური ხარჯები შეისწავლა:
- 2024 წელი – 114 000 ლარი;
- 2023 წელი – 79 992 ლარი;
- 2022 წელი – 76 032 ლარი;
- 2021 წელი – 69 120 ლარი;
- 2020 წელი – 69 300 ლარი.
უწყება 300 თანამშრომლისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო დაზღვევას სს “პსპ დაზღვევისგან” ყიდულობს, რომლის პროვაიდერი კლინიკაც გორში “გორმედია”.
მიმდინარე წელს ერთი თანამშრომლისთვის სტანდარტული დაზღვევის თანხა 31, 94 ლარია, მთელი წლის თანხამ კი 114 000 ლარი შეადგინა.
დატოვეთ კომენტარი