ახალი ამბები

ნიკა ღვინიაშვილმა გორის მუნიციპალურ ინსპექციაში თანამდებობა დატოვა 

ნიკა ღვინიაშვილმა გორის მუნიციპალურ ინსპექციაში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ფაქტი “მოზაიკას” ღვინიაშვილმა თავადვე დაუდასტურა.

როგორც ღვინიაშვილმა გვითხრა, მან სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.

“ნადვილად აღარ ვმუშაობ, სამსახურიდან წამოვედი. ამჟამად არ ვარ არსად სახელმწიფო სამსახურში”, – გვითხრა ღვინიაშვილმა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, მუნიციაპლური ინსპექციის ხელმძღვანელს ილია რაზმაძეს უკვე შერჩეული ჰყავს კადრი, რომელიც ნიკა ღვინიაშვილს ჩაანაცვლებს. ფაქტის გადამოწმების მიზნით, რაზმაძეს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში თავად დაგვიკავშირდებოდა, რის შემდეგაც სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხა.

ინფორმაციისთვის, ნიკა ღვინიაშვილი 2021 წლიდან გორის მერის მოადგილედ მუშაობდა. დაახლოებით ხუთი თვის წინ, მან ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მალევე მუნიციპალურ ინსპექციაში ხელმძღვანელის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.