ახალი ამბები

“რეაქციები აქვთ, თვალს ახელენ” – დედა ხაშურელი დების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გოგონები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან” – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა ამბობს, ექიმებმა გოგონები აპარატიდან მოხსნეს და მათ დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლიათ.

სოფო ხარშილაძის თქმით, ორივე მათგანი გამოფხიზლდა და დედათან აქვთ კომუნიკაციის მცდელობები.

“თათული გამოფხიზლდა, მაგრამ შეშუპება ისევ აქვს, რომელიც ცხრება. ნიაკომაც გუშინ გაიღვიძა. ამჯერად, არცერთი აღარ არის აპარატზე, დამოუკიდებლად სუნთქავენ. ჩემზე ცოტა რეაქციები აქვთ, თვალს ახელენ. მე რომ ველაპარაკები, კომუნიკაციის მცდელობა აქვთ. მართლა სასწაულია, რაც ახლა ხდება. ახლა მთლიანად გოგოების ორგანიზმზეა დამოკიდებული, როგორ გააგრძელებენ ბრძოლას”, – ამბობს დედა.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში 12 ოქტომბერს მოხდა. გოგონებმა შემთხვევის შედეგად თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.