ქარელის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში სათამაშო მოედნებს მოეწყობა. ამისთვის ქარელის მერია 155 381 ლარის დახარჯვას გეგმავს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მოედნები ქარელის N1, ქარელის N3, აგარის და ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღებში უნდა მოეწყოს.
- ქარელის N1 საბავშვო ბაღში ორი სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოებზე 52 340 ლარი დახიარჯება;
- ქარელის N3 საბავშვო ბაღში ერთი სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 25 997 ლარია გათვალისწინებული;
- აგარის საბავშვო ბაღში ორი სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 52 668 ლარია გამოყოფილი;
- სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღში სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 24 376 ლარი დაიხარჯება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოედნების მოწყობა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი