ახალი ამბები

კასპის მერიაში არ იციან, როდის წარადგენს ვახტანგ მაისურაძე მუშაობის ერთ-წლიან ანგარიშს

“ანგარიშის წარდგენა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ გვაქვს” – უთხრეს “მოზაიკას” კასპის მერიაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ვახტანგ მაისურაძე მიმდინარე პროექტების დასრულებას ელოდება, რომელიც ანგარიშში უნდა აისახოს.

“კასპის მერი ბოლო წლებია დეკემბერში აკეთებს ხოლმე წლიურ ანგარიშს. იმიტომ რომ არის პროექტები, რომელიც უნდა დასრულდეს და ამ ანგარიშში აისახოს, მხოლოდ ეს არის მიზეზი. ამ ეტაპზე ჯერ დაგეგმილი არ გვაქვს, როდესაც დავგეგმავთ გამოვაქვეყნებთ”, – გვითხეს კასპის მერიაში.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტებს მერებს ყოველწლიურად საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.