ახალი ამბები

ქარელის მერიამ 4 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, რაც სახელფასო ხარჯს 67 032 ლარით გაზრდის

ქარელის მერიამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. უწყება ახალი თანამშრომლების აყვანას ადმინისტრაციული, ეკონომიკის განვითარების და საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურებში გეგმავს. კერძოდ: 

სამსახურის დასახელებაპოზიციის დასახელებახელფასიკონკურსის ტიპი
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიშესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების წარმოების საკითხებში1330 ლარიღია კონკურსი
ეკონომიკური განვითარების სამსახურიეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების ორგანიზების საკითხებში1330 ლარი ღია კონკურსი
ეკონომიკური განვითარების სამსახურისივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურული პროექტების საქმისწარმოების საკითხებში1463 ლარიშიდა კონკურსი
ადმინისტრაციული სამსახურისაქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში1463 ლარიშიდა კონკურსი

ოთხივე პოზიციაზე ვაკანსია, არჩევნების შემდეგ, მერიამ ერთდროულად გამოაცხადა და განაცხადების მიღების ბოლო დღედ 14 ნოემბერი განსაზღვრა. 

როგორც ქარელის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამბობს, ეს პოზიციები უკვე მეორე წელია ვაკანტურია. 

ჩვენი ვალდებულებაა, რომ როდესაც მერიაში ვაკანსიაა, კონკურსი გამოვაცხადოთ და ადგილები შევავსოთ. შარშანაც გამოვაცხადეთ კონკურსი, მაგრამ კადრების შერჩევა ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ალეკო ღამბარაშვილმა. 

ამ დროის განმავლობაში ვინ ასრულებდა ვაკანტური პოზიციებისთვის გათვალისწინებულ სამუშაოებს და რა პრობლემები ექმბებოდათ ერთით მეტი სპეციალისტის არყოლით, ამაზე საუბარი სამსახურების უფროსებს არ სურთ. 

აღსანიშნავია, რომ ოთხივე პოზიციაზე ახალი თანამშრომლების აყვანის შემთხვევაში, მერიის წლიური სახელფასო ხარჯი 67 032 ლარით გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი