ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ ბენდს კლიპი გადაუღო

გორის კულტურის სააგენტომ წინასაარჩევნოდ საიმიჯო კლიპი გადაუღო ანსამბლ გორთან არსებულ ბენდს soft wave, რომელიც მხოლოდ, სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბენდი და ანსამბლი “გორი” კულტურის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. 

საიმიჯო კლიპის გადაღება ინდ.მეწარმე გიგა კვენეტაძეს დააევალა, რისთვისაც სააგენტომ მას 1200 ლარი გადაუხადა. 

კლიპი განთავსდა სააგენტოს ფეიჯზე და შეგიძლიათ ნახოთ”, – უთხრეს “მოზაიკას” კულტურის სააგენტოში. 

აღნიშნული კლიპი სააგენტოს გვერდზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი თვის თავზე კულტურის სააგენტოს გვერდზე მას 144 მოწონება, 35 კომენტარი და 54 გაზიარება აქვს. ამ დროის განმავლობაში კლიპმა 11 000 ნახვა დააგროვა. კლიპში წარმოდგენილია სხვადასხვა სიმღერების ნაკრები, როგორც ქართულიდან ისე უცხოური ესტრადიდან. 

ქავერ ბენდი Soft Wave კულტურის განვითარების სააგენტოს ბაზაზე 2022 წლიდან არსებობს. სააგენტოს ცნობით, ბენდი მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს მსმენელს და აქტიურად მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებშიც. 

დატოვეთ კომენტარი