ახალი ამბები

ზეღდულეთის სკოლა, გათბობის სისტემის მონტაჟის გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ზეღდულეთის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გია ბერძნიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად დაწყებული სამუშაოებია. როგორც ბერძნიშვილი ამბობს, ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს მეორე სემესტრიდან დაუბრუნდებიან.

“ამ სკოლაში საერთოდ არ იყო გათბობის სისტემა და შეშის ღუმელით თბებოდნენ. ახლა დაიწყება სისტემის დამონტაჟება და სავარაუდოდ მეორე სემესტრიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. კომპანიამ სამუშაოები დაახლოებით 45 დღეში უნდა დაასრულოს”, – ამბობს გია ბერძნიშვილი.

გია ბერძნიშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგებულია და ამას რესურსცენტრი უწევს კონტროლს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.