გორელი მოქალაქე ბესო შოშიაშვილი ხანდაზმულებს საკუთარი ავტომობილით უფასო გადაადგილებას სთავაზობს.
შოშიაშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და საკონტაქტო ნომერი მიუთითა. ამბობს, რომ მსურველებს შეუძლიათ დაურეკონ ნომერზე: 595 70 67 26, ის კი მიაკითხავს და სასურველ მისამართზე უფასოდ მიიყვანს.
“გორში მოხუც ბებიებს და პაპებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ იმგზავრონ მე დავეხმარები სრულიად უფასოდ. დამირეკონ ნომერზე მივაკითხავ და სადაც მოუნდებათ იქ წავიყვან, შემდეგ ისევ სახლში დავაბრუნებ. ეს მცირედია, მაგრამ გულით ვაკეთებ. ღმერთმა დაგლოცოთ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ”, – წერს ბესო.
დატოვეთ კომენტარი