ახალი ამბები

“ჩემი ძმის საქმეს არ იძიებენ, რადგან რუსების მოძულება არ უნდათ” – თამაზ გინტურის ძმა 

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობის საქმეს საქართველოს ხელისუფლება განგებ  არ იძიებს, რადგან ოკუპანტების გაღიზიანება არ უნდა. 

გივი გინტურის განცხადებით, უკვე მზადდება სარჩელი, რომელსაც სტრასბურგში გააგზავნიან. 

“ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არ იძიებენ ჩემი ძმის საქმეს, ვინ მოკლა… არ უნდათ რომ გამოიძიონ, არ უნდათ რუსების მოძულება, ჩვენი მთავრობა ხომ ნახევრად რუსები არიან. მზადდება სარჩელი, თითქმის დასრულებულია უკვე და გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში”, – ამბობს გივი გინტური. 

შეგახსენებთ, რომ თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა 2023 წლის 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავთან მოკლეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.