ახალი ამბები

“რეაბილიტაციისთვის დიდი თანხაა საჭირო “- ხაშურელ დებს დახმარება სჭირდებათ

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დებს ნიაკოს და თათულის საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონებმა შემთხვევის შედეგად თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღეს. ისინი ახლა მკურნნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. დედის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ექიმები ბავშვებს გამოაღვიძებენ და შესაძლებელი გახდება მათი ტრანპორტირება, საჭიროა თურქეთში გადაყვანა და რეაბილიტაციის კურსის გავლა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებთან ერთად, გოგონებს აქვთ თავის ტვინის საკმაოდ მძიმე დაზიანებები. ნიაკოს, უფროს გოგონას აქვს ორივე მხარეს თავი ახდილი, ქალები აქვს ამოღებული. თათულისაც ანალოგიურად, ოღონდ მას ცალ მხარეს აქვს ახდილი თავის ქალა და თავის ტვინის სითხეა თავში მიმოფანტული. წინსვლ აქვთ, თუმცა გაღვიძებამდე წინ რთული პროცესია, როგორც კი ეს მოხდება, კლინიკამ გვითხრა, რომ თანხების მობილიზებაზე უნდა ვიფიქროთ და თურქეთში რეაბილიტაცია შევძლოთ. ახლა ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ რეაბილიტაცია ორივეს აუცილებლად დასჭირდება”, – ამბობს სოფიო ხარშილაძე.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში 12 ოქტომბერს მოხდა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:  

  • თიბისი ბანკი: GE64TB7513745068100047;
  • საქართველოს ბანი: GE18BG0000000553349014;
  • მიმღები: სოფიო ხარშილაძე.
დატოვეთ კომენტარი