ახალი ამბები

“პირადობები დაგვეწვა და მერიას ვერ მივმართეთ” – ხაშურში ხანძრით დაზარალებული ოჯახი

ხაშურში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ოჯახს და გაუწევს თუ არა შესაბამის დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება. 

როგორც დაზარალებული ამბობს, ხანძრის შედეგად პირადობის მოწმობები დაეწვათ, რის გამოც ხაშურის მერიას დახმარების თხოვნით ვერ მიმართავენ. 

“პირადობები დაგვეწვა, დაჩქარებულად ვაკეთებთ და მივმართავთ შემდეგ. პირადობების გარეშე მიმართვას ვერ ვაკეთებთ”, – გვითრა დაზარალებულმა. 

ხაშურის მერიაშ განმარტავენ, რომ დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალური პროგრამის შესაბამისად, მათი მიმართვის საფუძველზე დაეხმარებიან.

“ხანძრის შედეგად უსახლკადოდ დარჩენილი ოჯახებისთვის გათვალისწინებულია დახმარება 5000 ლარის ოდენობით”, – განაცხადეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ორი დღის წინ გაჩნდა, სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროობა დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.