ახალი ამბები

“გავასაჩივრეთ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება” – ცესკო 

ცესკო გორის რაონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქმე ეხება იმ 15 უბნის ბათილი ბიულეტინების გადათვლას, რომელზეც საჩივიარი “სამართლიანმა არჩევნებმა” დაწერა. 

ამავე თემაზე: გორის სასამართლო ბათილი ბიულეტინების გადათვლას დაეთანხმა – გადაწყვეტილება საოლქომ გაასაჩივრა

ცესკო განმარტავს, რომ დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება. 

საარჩევნო კომისია ასევე ასაჩივრებს თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.