ახალი ამბები

“ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების” დამფუძნებელმა ჟურნალისტს ძაღლი მიუქსია 

ნანა შარაშენიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვინც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებში ფიგურირებს.

ის ორგანიზაციის “ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების” დამფუძნებელია და როგორც ირკვევა, მისი ორგანიზაციის სახელით არჩევნების დღეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები და საჯარო მოხელეები არჩევნებს აკვირდებოდნენ.

მათ ეკეთათ აღნიშნული ორგანიზაციის “ბეიჯები” და საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობდნენ. 

მისი დამკვირვებლების გადამზადების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიება “TV პირველმა” სცადა.

გადამღებ ჯგუფს ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე მშენებარე სახლი დახვდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი ჟურნალისტის პასუხებზე თავის არიდება ძაღლის მიქსევით და შეშის სროლით სცადა.

“აუშვი ძაღლი და ვნახოთ ერთი, თუ არ წავლენ”, – ეუბნება კადრებში ნანა შარაშენიძე სავარაუდოდ მისივე ოჯახის წევრს.

კადრებში ჩანს ასევე, როგორ ესვრის შეშას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავტომობილში მჯდომ გადამღებ ჯგუფს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.