ცესკოს ხაშურის საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომელიც ეხება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, კერძოდ, მთავრობის მიერ, ხაშურის მოსახლეობისთვის გაცემულ კომპენსაციებს სტიქიის გამო, რომელიც მუნიციპალიტეტში 8 თვის წინ მოხდა.
“სტიქიის შემდეგ, მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სცადა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო თანხები ხაშურის ბიუჯეტში არ იყო. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი, “ქართული ოცნების” სიის 26-ე ნომერი ზაალ დუგლაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაზარალებული 397 ოჯახი კომპენსაციის სახით 2 000 ლარს მიიღებს“, – წერდა “მოზაიკა” კომპენსაციების დარიგების შესახებ მომზადებულ მასალაში.
მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, ხაშურის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, თუმცა საოლქომ მერიის იმ განმარტებით, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონი არ დარღვეულა.
„დამტკიცდა მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, განისაზღვრა დაზარალებული მოქალაქეების მიერ განცხადების შემოტანის ვადა – 15 ნოემბერი და ასევე პროგრამის ხანგრძლივობა – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ვინაიდან აღნიშნული შეეხებოდა მოსახლეობის ფართო მასას – 397 ოჯახს, მუნიციპალიტეტის მერიამ, მის ოფიციალურ ,,ფეისბუქ“ გვერდზე, 2024 წლის 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დროული ინფორმირების მიზნით“, – აღნიშნიშნავს საოლქო კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და საოლქო კომისია აღიარებს, რომ კანონში მართლაც არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს არჩევნებამდე 60 დღის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან დახმარებების გაცემას, თუმცა მათი თქმით, ეს კანონი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქმე ეხება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებას.
საჩივრის ავტორის, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის პოზიცია განსხვავებულია. მაშინ, როდესაც სტიქიიდან 8 თვე არის გასული, მაინც და მაინც, წინასაარჩევნო პერიოდში 2 000-ლარიანი კომპენსაციის გაცემა, დადაასტურებაა იმის, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას.
„საარჩევნოდ აუცილებელია საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ასევე სახელმწიფოსა და პარტიებს შორის ზღაპრის არსებობა გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსის გამო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის რომ ზღვარი წაშლილია ამაზე მიუთითებს ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დასკვნები“, – აღნიშნავს საჩივრის ავტორი თამუნა მენაბდე.
სასამართლო სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით გადაიდო, პროცესი 4 ნოემბერს განახლდება.