ახალი ამბები

“ხაშურის მერიამ დაზიანებული კორპუსის აივანი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შეუკეთა”

ხაშურის მერიამ დაზიანებული კორპუსის აივანი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შეუკეთა“, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

საუბარია ხაშურში მდებარე იმ საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მაცხოვრებლებიც დაზიანებული აივნების შეკეთებას წლებია ითხოვენ. 

ოთხი წლის წინ განცხადება შევიტანე ხაშურის ცენტრში მდებარე კორპუსის ავარიულ აივნებთან დაკავშირებით,, ჯერ საკრებულოში, მერე მერიაში, მერე გადამამისამართეს ინფრასტრუქტურის სამსახურში“, – ამბობს ნათია აბაიძე.

მისი თქმით, ადგილობრივების საერთო მოთხოვნის მიუხედავად, მერიამ აივანი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნოდარ ლომიძეს შეუკეთა. 

“მოვიდნენ ერთადერთი აივანი გააკეთეს, რომელიც საკრებულოს წევრს ეკუთვნოდა და წავიდნენ. არჩევნების წინ გამოგვეცხადა მერი, აბა, მაჩვენეთო, ვითომ არც იცოდა, მაგრამ დღემდე ასეთ მდგომარეობაში ვართ”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი