ახალი ამბები

გორის 10 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგება – საჩივარი საოლქო კომისიაში

“გაუქმდეს #32 ოლქის მე-12, 34-ე, 48-, მე-60, 66-ე, 69-ე, 70-ე, 79-ე, მე-80-ე, 91-ე უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები”, – ამ მოთხოვნით მიმართა  სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიას.

საჩივარი ეხება გორის საარჩევნო ოლქში შემავალ 10 უბანს, სადაც როგორც  ორგანიზაციების  წარმომადგენლები ამბობენ, შემაჯამებელი ოქმების არასწორადაა შედგენილი, კერძოდ, არ არის ბალანსი მიღებულ ხმებსა და ბათილად ცნობილ ბიულეტინებს შორის.

“გორის 32 -ე საარჩევნო ოლქის #34 უბანზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 1340, ხოლო სუბიექტისათვის მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტინების ჯამი 1339. შემაჯამებელ ოქმს თან არ ერთვის არც ახსნა-განმარტება და არც შესწორების ოქმი, რომლითაც აიხსნებოდა, რა იყო სხვაობის მიზეზი, რატომ არ არის ბალანსი”, – ნათქვამია საჩივარში. 

ასეთივე სახის უზუსტობაზე მიუთითებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები დანარჩენ 9 უბანზეც. 

ორაგანიზაციები “ღია სივრცე კავკასია”, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” და “საქართველოს მომავლის აკადემია” ერთობლივი საჩივრის საფუძველზე გორის საოლქო საარჩევნო კომისიას სხთოვს, ბათილად ცნოს აღნიშნული უბნების შემაჯამებელი ოქმები. 

ორგანიზაციები ასევე ითხოვენ, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა აღნიშნული უბნების კომისიების თავმჯდომარეებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.