ახალი ამბები

“ხაშურში, საარჩევნო უბნებზევე ურიგებდნენ ხალხს ფულს” – ეკა პაპუაშვილი 

ხაშურში, საარჩევნო უბნებზევე ურიგებდნენ ხალხს ფულს, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წევრი ეკა პაპუაშვილი. 

მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მასიურად იდგნენ “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდნენ. 

საარჩევნო უბნებთან იდგნენ მანქანებით, მარშუტკებით, სადაც ხალხს ფულს ურიგებდნენ. მოყავდათ ამომრჩევლები და აშინებდნენ, ეუბნეოდნენ რომ ხედავდნენ, თუ ვის აძლევდნენ ხმას და თუ მმართველ პარტიას არ შემოხაზავდნენ, პრობლემები შეექმნებოდათ. მობილიზებული ყავდათ “ქუჩის ბიჭები”. არჩევნების პროცესიც და ზოგადად საარჩევნო კამპანია იყო მოსყიდვებით და დაშინებებით წარმართული“, – ამბობს პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება არადემოკრატიული სტილით ჩატარებულ არჩევნებს არ შეეუგოს. 

“ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავიცვავთ ხალხის ხმას. გვწერენ ხაშურელები და გვეუბნებიან, რომ  დანებებას არც ისინი აპირებენ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი