ახალი ამბები

“დღევანდელ აქციას ვუერთდებით ქარელიდანაც” – ზურა ლეკიშვილი

“დღევანდელ აქციას ვუერთდებით ქარელიდანაც“, –  გვითხრა კოალიციის “ძლიერი საქართველო” წევრმა ზურა ლეკიშვილმა. 

მისი თქმით, თავისუფალი საზოგადოება არ უნდა შეეგუოს არადემოკრატიულად და უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. 

ბოროტმა ძალამ გაიმარჯვა სიკეთეზე, რაც დიდხანს ვერ გასტანს. დასავლეთს არ უღიარებია არჩევნების შედეგები, მხოლოდ ოკუპანტმა რუსეთმა მიულოცა მათ. ამ მთავრობას ჩვენი ქვეყანა მიყავს არა დასავლეთისკენ, არამედ რუსეთისკენ, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას და ვიწყებთ საპროტესტო გამოსვლებს, დღევანდელ აქციას ვუერთდებით ქარელიდანაც“, – აცხადებს ზურა ლეკიშვილი. 

მისივე თქმით, მმართველ პარტიამ პასუხი უნდა აგოს იმ დარღვევებზე, რომლითაც ხელისუფლებაში დარჩენა სცადა. 

“არსებული ხელისუფლება პრაქტიკულად იყო გამოფიტული. აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო არჩევნები ჩაეტარებინა ნორმალურ გარემოში. მათ არ მისცეს ამომრჩეველს თავიანთი სურვილის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ამიტომ ისინი ყველაფერზე წავიდნენ და გააყალბეს არჩევნები. მოხდა მოსახლეობის მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ ყველაფრის საფუძველზე მიაღწია მან არსებულ შედეგს. მათ პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე”.

“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს –  დღეს 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. 

დატოვეთ კომენტარი