ახალი ამბები

“არჩევნები გაყალბდა სუს-თან კოორდინაციით” – შოთა კურტანიძე

არჩევნები გაყალბდა სუს-თან კოორდინაციით, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი შოთა კურტანიძე. 

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა რუსეთის სპეც.სამსახურების გეგმით. 

ეს იყო ოპერაცია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ყველა კომპონენტი, ვერიფიკაციის აპარატების და კომისიების ჩათვლით იყო მომზადებული, სუს-თან მჭიდრო კოორდინაციაში, დიდი ფულადი რესურსის დახარჯვით. მოსახლეობის ფსიქო ტიპის ანალიზით, მათ მოახდინეს ეს დივერსიული აქტი”, – აცხადებს კურტანიძე. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ საკუთარი ხმების დაცვა გააგრძელოს. 

“ეს უკვე გაცხადებული ომია და ჩვენ შევედით ომის გადამწყვეტ ფაზაში. ეს ომია სამშობლოსათვის. ვიდრე დროა, ყველამ გაიაზრეთ თუ რა ხდება ქვეყანაში”. 

დატოვეთ კომენტარი