ახალი ამბები

“აგარაში, ტახტიძირში, დვანსა და ფცაში ხალხს ფული დაურიგეს ხმების სანაცვლოდ” – ვასიკო ბაქრაძე

აგარაში, ტახტიძირში, დვანსა და ფცაში ხალხს ფული დაურიგეს ხმების სანაცვლოდ“, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი ვასიკო ბაქრაძე. 

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ქარელის მუნიციპალიტეტში არჩევნები დაშინებით, შანტაჟით და მოსყიდვით მოიგო. 

ძალიან ბევრი ფანდი გამოიყენა ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად. დაშინება მასიური მოსახლეობის, დასაქმებულებს ემუქრებოდნენ სამსახურების დატოვებით, ართმევდნენ მოსახლეობას პირადობებს თანხის სანაცვლოდ – აგარა, ტახტიძირი, დვანი, ფცა, ამ სოფლებში ფული დაურიგეს მოსახლეობას“, – აცხადებს ბაქრაძე. 

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე შექმნილი ვითარება ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების საშუალებას არ აძლევდა. 

“მაგალითად სოფლის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე აგიტაციას ეწეოდნენ და ხალხს მართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩვენ წარმომადგენლებზე საარჩევნო უბნებზე.ქარელის პირველ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა “კარუსელის” შემთხვევა. ერთ უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”. 

ცესკოს მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” ქარელის მუნიციპალიტეტში ხმების 61% მიიღო.

დატოვეთ კომენტარი