ახალი ამბები

​ხმის ფარულობა კასპშიც ირღვევა

კასპის საარჩევნო ოლქში, 22 -ე უბანზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საჩივარი დაწერა “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა, თამარ მიდელაშვილმა. 

საჩივრის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრები ხმის ფარულობას არ უზრუნველყოფენ. 

“ხმის მიცემისთვის განკუთვნილი კაბინები განთავსებულია ფანჯარასთან ახლოს, რაც იძლევა შესაძლებლობას იდენტიფიცირებადი გახდეს ამომრჩევლის ნება. ვინაიდან თავმჯდომარეს მიეცა გაფრთხილება და ვერ აღმოფხვრა შესაბამისი დარღვევა, გთხოვთ მოახდინოთ თავმჯდომარის, გურამ ჩიტაშვილის ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია საჩივარში. 

დატოვეთ კომენტარი