კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქარელის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების გაგზავნას სთხოვს.
როგორც მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, საუბნო კომისიები ხმის ფარულობას არ უზრუნველყოფენ.
“ამომრჩევლები ბიულეტენს, რომელზეც მათი არჩეევანი უკვე დაფიქსირებულია, ყველას დასანახად ათავსეებენ აპატარში და კომისიის წევრები არ უზრუნველყოფენ, რომ ფარულობა იყოს დაცული. ასეთი ვითარებაა ქარელის მე-12, 27-ე და მე-5 უბნებზე. იქნებ არასამთავრობო ორგანიზაციეებმა დამკვირვებლები გაგზავნონ ქარელის უბნებზე, დარღვევით დაიწყო დღე“, – გვითხრა ქელეხსაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი