გორის რამდენიმე უბანზე გამოიკვეთა ორ-ორი ბიულეტენის გაცემის მცდელობა, – ამბობენ დამკვირვებლები.
პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრის, მამუკა ფანიაშვილის ცნობით, მსგავსი შემთხვევა პარტიის წარმომადგენლებმა გორის `ოთხ უბანზე დააფიქსირეს.
“ოთხ უბანზე დავაფიქსირეთ შემთხვევა, რომ ორ-ორი ბიულეტენის გაცემას ცდილობდნენ. ეს იყო მე-6, მე-9, მე-10 და 58-ე უბნებზე“, – გვითხრა მამუკა ფანიაშვილმა.
ანალოგიური შემთხვევები დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმაც.
“გორის სამ უბენზეე იყო მცდელობა ორი ბიულეტენის გაცემის. ეს უბნებია მე-9, 59-ე და მე-10 უბნები“, – გვითხრა NeoTV-ის ხელმძღვანელმა ნინო ჩიბჩიურმა.
დატოვეთ კომენტარი