ყველა უბანი გახსნილია, – უთხრეს “მოზაიკას” გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის საოლქო-საარჩევნო კომისიებში. მათი თქმით, გახსნის ეტაპზე, არც ერთ უბანში შეფერხება არ ყოფილა.
“ამომრჩეეველი უკვე აქტიურობს“, – გვითხრა ხაშურო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
ინფორმაციისთვის, შიდა ქართლში, 235 688 ამომრჩევლისთვის სულ 209 საარჩევნო უბანია გახსნილი:
გორის საარჩევნო ოლში 111 656 ამომრჩევლისთვის – 95 უბანი;
ხაშურის საარჩევნო ოლქში 47 874 ამომრჩევლისთვის – 38 უბანი;
კასპის საარჩევნო ოლქში 38 973 ამომრჩევლისთვის – 31 უბანი;
ქარელის საარჩევნო ოლქში 37 212 ამომრჩევლისთვის – 35 უბანი.
დატოვეთ კომენტარი