ახალი ამბები

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა 

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედრგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ავტომობილი ფეხით მიმავალ შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

“პარკიდან გავიდა და ტაბიძის ქუჩაზე დაეჯახა მანქანა, კლინიკაში გარდაიცვალა”, – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რევაზ კოშკაძეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.