ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღისთვის საკვები პროდუქტები “ქართული ოცნების” შემწირველის კომპანიისგან შეიძინა.
კერძოდ, საოლქომ 800 ლარის ღირებულების პროდუქტი, უტენდეროდ, გამარტივებული წესით შპს “GEO 2008”-ისგან იყიდა, რომლის დირექტორი და მფლობელი “ქართული ოცნების” შემწირველია.
აღნიშნული შპს-ს დირექტორი, ტარიელ ხარატიშვილია, რომელსაც სხვადასხვა წლებში “ქართული ოცენებისთვის” 22 000 ლარი აქვს შეწირული.
დატოვეთ კომენტარი