ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის დროს მამაკაცი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ გაზის გამათბობელი აფეთქდა.
“გაზის გამათბობელი აფეთქდა რა დროსაც მამაკაცმა სხეულზე დამწვრობები მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარება სტაბილურია”, – ამბობენ თვითმხილველები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. მათივე თქმით, ადგილზე გასულმა სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა.
დატოვეთ კომენტარი