გორელი ზურაბ მაჭარაშვილი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში ისწავლის.
როგორც ზურა ამბობს, სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე, ადამიანის უფლებების მიმართულებით გააგრძელებს.
“ოფიციალურად ჩავირიცხე იტალიის ტუშას უნივერსიტეტში,სრული დაფინანსებით! სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანის უფლებების მიმართულებით გავაგრძელებ და ჩემი ახალი იტალიური თავგადასავალიც აქ იწყება. შეუძლებელი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩემს გვერდით მდგომი მეგობრების და ოჯახის წევრების გარეშე, ნუდიდესი მადლობა ყველას ჩემს გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის, ძალიან მიყვარხართ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ”, – წერს ზურაბ მაჭარაშვილი.
ზურა გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრია და აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტში არსებული ახალგაზრდული საკითხების მოგვარებაში.
ინფორმაციისთვის, ტუშას უნივერსიტეტი 1979 წელს დაარსდა და დღესდღეობით იტალიის ცნობილ უნივერსიტეტებს შორისაა. იგი ითვლება რეგიონის კულტურისა და სწავლების ცენტრად. ტუშას უნივერსიტეტს 6 ფაკულტეტი, 15 საბაკალავრო, 17 სამაგისტრო და შვიდი სადოქტორო პროგრამა აქვს.