ახალი ამბები

ატენში მეზობლებმა იჩხუბეს – გარდაიცვალა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი

ატენში მეზობლებმა იჩხუბეს – გარდაიცვალა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მეზობლებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა.

“მეზობლები არიან და ქეიფობდნენ. სუფრაზევე დაიწყეს კამათი, რაც ფიზიკურ დაპიირისპირებაში გადაიზარდა. ამ ჩხუბში ეს კაცი დაიღუპა“, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

ფაქტი “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. შოთა ვანიშვილის თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.

შელაპარაჯების ნიადაგზე მოხდა. ვიცი, რომ გამოკითხვაზე ჰყავდათ ბიჭები. სხვა დეტალები ჩემთვისაც უცნობია“, – გვითხრა ვანიშვილმა. 

ასევე, როგორც “მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი, საქმეში მკვლელობის იარაღი არ ფიგურირებს და განიხილება ვერსია, რომ მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზის დასადგეენად ჩაინიშნა ექსპერტიზა.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.